ნიკა ნაცვლიშვილი

Nika Natsvlishvili

იდეების მკვლევარი | ექს-ფიზიკოსი | ინჟინერი

გამარჯობა, მე ნიკა ვარ. პროფესიით პროგრამული ინჟინერი გახლავართ, თუმცა ფიზიკის ბაკალავრის ხარისხს ვფლობ. ამ განათლემ არა მხოლოდ ახალი სისტემების შექმნის სურვილი გამიღვიძა, არამედ იმ ფუნდამენტური კანონების ღრმად გააზრების ინტერესიც, რომლებიც სამყაროს მართავს.

გატაცებული ვარ აზროვნების პროცესით. კოდს, მათემატიკასა და ფილოსოფიას აღვიქვამ, როგორც შემეცნების სხვადასხვა ენას. ჩემი მთავარი მოტივაცია პრობლემების გადაწყვეტაშია — იქნება ეს რთული სისტემური არქიტექტურის აგება თუ რეალობის ბუნების კვლევა.

ეს ვებგვერდი ჩემი ცნობისმოყვარეობის ანარეკლია. აქ იხილავთ სტატიებს მრავალფეროვან თემებზე: ტექნიკურ კვლევებს, პირად დაკვირვებებსა და ცხოვრებისეულ რეფლექსიებს. ეს არის სივრცე, სადაც აღვწერ ჩემი განვითარების გზას და სამყაროს გააზრების მცდელობებს.

ფიზიკა პროგრამული განვითარება ფილოსოფია შემეცნება